სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის
ონლაინ კონსულტაცია
გამოკითხვა
დიახ
არა
 
 სიახლეები »
საზოგადოებრივი ჩართულობა როგორც კარგი მმართველობის ნაწილი -  2009-12-30

2009 წლის 8–18 áƒ“ეკემბერს  პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით პოლონეთში გაიმართა პროექტის "კონსულტატივის დანერგვა პოლონეთში" მორიგი ეტაპი, რომელიც ხორციელდება ევროპის ეკონომიკური სივრცის ფინანსური მექანიზმების და ნორვეგიის 2004–2009 წლების ფინანსური მექანიზმების არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ფონდის დახმარების სახსრების ფარგლებში. პროექტს ახორციელებს პოლონეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკური განათლების ფონდის REGNET ქსელი და პარტნიორი საქართველოში – ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმების ცენტრი ( www.cegstar.ge ).
შეხვედრაზე საქართველოს  წარმოადგენდა 10 რეგიონი (ყოველი რეგიონიდან თითო მონაწილე: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, გუბერნიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები), აჭარის რეგიონს,  არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტის" თანამშრომელი - მაია ჩხაიძე წარმოადგენდა. 
პროექტი "კონსულტატივა" მოიცავდა  პრაქტიკულ და სალექციო კურსს, რომლის მთავარი მიზანი იყო "საზოგადოებრივი ჩართულობა როგორც კარგი მმართველობის ნაწილი" – დანერგვა, დაძაბულ სიტუაციაში კონსესუსის მიღწევის პრაქტიკული მეთოდების შესწავლა, აგრეთვე მათი გამოყენება საზოგადოებრივი კონფლიქტის, ინტერესთა კონფლიქტის და სხვა მსგავს სიტუაციაში.
საქართველოს წარმომადგენლობა ეწვია პოლონეთის 3 მუნიციპალიტეტს: გოსტინის, ჩარნკოვის და პოზნანის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, გაეცნო კანონმებლობას თვითმმართველობის შესახებ, თვითმმართველობის ორგანოების აპარატებისა და ბიუჯეტის სტრუქტურებს. ქართულმა წარმომადგენლობამ იხილა  აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განხორციელებული პროექტები და ინვესტიციები (ფაბრიკა–ქარხნები, წყლის სიტემის გამწმენდი ნაგებობები, ახალგაზრდული და სპორტული კომპლექსები, მუნიციპალური სასაფლაოები და ა.შ).
ტრენინგის დასასრულს მასპინძლებმა და სტუმრებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქერები გადასცა. ქართველ მონაწილეთა სერტიფიკატებით დაჯიდლდოვება თბილისში 28–29 დეკემბერს გაიმართა.

« დაბრუნება
    
ანონსი
   
   
კომპიუტერული სკოლა
© 2008. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“
Designed & Developed By Alpha Telecom Inc.
საკონტაქტო ინფორმაცია
 
ტელ.: (+995 222) 77415
ფაქსი: (+995 222) 77126
ელ–ფოსტა:* info@intellect.org.ge