სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის
ონლაინ კონსულტაცია
გამოკითხვა
დიახ
არა
 
 სიახლეები »
"ჩვენი არჩევანი –რეალური თვითმმართველობა" მორიგ ეტაპზე გადავიდა -  2010-03-15
პროექტი „ჩვენი არჩევანი – რეალური თვითმმართველობა“, რომელიც აჭარის რეგიონის ხუთ (ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო) მუნიციპალიტეტში ხორციელდება, ადგილობრივი განმანათლებლების შერჩევის ეტაპზე გადავიდა.
„პირველი ეტაპი მოიცავდა ტესტირებას, ხოლო იმ კონკურსანტებმა, რომლებიც ტესტირების გავლის შემდეგ აჩვენეს საუკეთესო შედეგები გადავიდნენ მორიგ ეტაპზე–გასაუბრება. განმანათლებლები უკვე შერჩეული არიან  ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, ხოლო კვირის ბოლომდე დარჩენილ სამ მუნიციპალიტეტშიც შეირჩევა. მეორე ეტაპის გადალახვის შემდეგ განმანათლებლები გაივლიან სპეციალურ ტრენინგს, რომლის დასრულების შემდეგ შეუდგებიან საქმიანობას თავიანთ თემებში“ – აცხადებს პროექტის თემის მობილიზატორი – ირაკლი კახაძე.
პროექტის ფარგლებში ხუთ სამიზნე მუნიციპალიტეტში შეირჩევა 93 განმანათლებელი, რომლებიც მოსახლეობის მცირე ჯგუფებთან ჩაატარებენ საგანმანათლებლო შეხვედრებს თვითმმართველობის და საარჩევნო კანონმდებლობის საკითხებზე.

« დაბრუნება
    
ანონსი
   
   
კომპიუტერული სკოლა
© 2008. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“
Designed & Developed By Alpha Telecom Inc.
საკონტაქტო ინფორმაცია
 
ტელ.: (+995 222) 77415
ფაქსი: (+995 222) 77126
ელ–ფოსტა:* info@intellect.org.ge