სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის
ონლაინ კონსულტაცია
გამოკითხვა
დიახ
არა
 
 სიახლეები »
განმანათლებლებმა, რომლებიც თემებში იმუშავებენ, სპეციალური ტრენინგი გაიარეს -  2010-04-12
"ადგილობრივი თვითმმართველობა და საარჩევნო სისტემა" ასე ერქვა ტრენინგს, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა "ინტელექტი" პროექტის "ჩვენი არჩევანი–რეალური თვითმმართველობა" ფარგლებში იმ ადგილობრივ განმანათლებლებს ჩაუტარა, რომლებიც კონკურსის შედეგად აჭარის რეგიონის ხუთი მინიციპალიტეტის 63 თემში კონკურსის წესით შეირჩა.
საქართველოს კანონმდებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, თვითმმართველობის არსი, თვითმმართველობის არჩევნები, საქართველოს საარჩევნო სისტემა, საგანმანათლებლო შეხვედრების ჩატარების მეთოდოლოგია, პრაქტიკული ასპექტები, დასახლებული უბნების შერჩევა, საუბრის ტექნიკა – ეს იმ საკითხთა მცირე ჩამონათვალია, რომელთა შესახებ ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტი“–ს ტრენერები – ირაკლი კახაძე, მიხეილ ანანიძე, იამზე შავაძე და რენა ფერცელიძე ტრენინგის მონაწილეებს აწვდიდნენ ინფორმაციას.
ტრენინგის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.
« დაბრუნება
    
ანონსი
   
   
კომპიუტერული სკოლა
© 2008. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“
Designed & Developed By Alpha Telecom Inc.
საკონტაქტო ინფორმაცია
 
ტელ.: (+995 222) 77415
ფაქსი: (+995 222) 77126
ელ–ფოსტა:* info@intellect.org.ge