სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის
ონლაინ კონსულტაცია
გამოკითხვა
დიახ
არა
 
 სიახლეები »
განმანათლებლები თემებში ამომრჩევლებს ხვდებიან -  2010-05-14

პროექტის "ჩვენი არჩევანი – რეალური თვითმმართველობა" ფარგლებში ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ "ინტელექტის" მიერ კონკურსის წესით შერჩეული განმანათლებლები თემებში მუშაობენ. ისინი კარდაკარ შემოვლის პრინციპით მოსახლეობას აცნობენ კავშირ "ინტელექტის" საქმიანობას, ესაუბრებიან თვითმმართველობის არსზე, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ და არჩევნებში მონაწილეობის მიღების აუცილებლობაზე.
პროექტი "ჩვენი არჩევანი – რეალური თვითმმართველობა" ითვალისწინებს 32 200 პირდაპირი და 71 200 ფინალური ბენეფიციარის ინფორმირებას. ამაზე აჭარის 5 მუნიციპალიტეტის 63 თემში 93 განმანათლებელი ზრუნავს. დღეისათვის უკვე ინფორმირებულია ბენეფიციარების 85%. "მოსახლეობა ეჭვის თვალით გვიყურებს, გონიათ მთავრობასთან გვაქვს კავშირი. ბევრს არ აქვს მოსმენის სურვილი. ხალხს იმდენი პრობლემა აქვს, რომ თემებს,რაზედაც ვესაუბრებით, მეორეხარისხოვნად მიიჩნევს. მაქსიმალურად ვცდილობთ მათი ცნობიერება შეიცვალოს. დარწმუნებული ვარ ჩვენი მუშაობა შედეგს გამოიღებს," – აცხადებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქაქუთის თემის განმანათლებელი ბესიკ ცეცხლაძე


« დაბრუნება
    
ანონსი
   
   
კომპიუტერული სკოლა
© 2008. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“
Designed & Developed By Alpha Telecom Inc.
საკონტაქტო ინფორმაცია
 
ტელ.: (+995 222) 77415
ფაქსი: (+995 222) 77126
ელ–ფოსტა:* info@intellect.org.ge