სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის
ონლაინ კონსულტაცია
გამოკითხვა
დიახ
არა
 
 სიახლეები »
ქედაში გამარჯვებული ფერმერები გამოვლინდა -  2010-06-21
19 ივნისს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა "ინტელექტი" ქედის მუნიციპალიტეტში პროექტის "ახალი სასოფლო–სამეურნეო ტექნოლოგიები აჭარის მაღალმთიანეთში" ფარგლებში გამარჯვებული ფერმერები შეარჩია.
ფინანსური და შრომითი თანამონაწილეობა, მსხვილფეხა პირუტყვის არსებობა (მინიმუმ 6) ნაკელის საწყისი მარაგი (მინიმუმ 4 ტონა), მიმღები ოჯახების მზაობა, მიღებული გამოცდილების გავრცელების ვალდებულების აღება,  წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმა, გამოცდილება ბიზნესსა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში – ეს ის ძირითადი კრიტერიუმებია, რომელთა მიხედვით "ინტელექტმა" ქედის მუნიციპალიტეტში 4 ოჯახი შეარჩია
დაბა ქედის თემის, სოფელ კორმოხეთის მკვიდრს – ზვიად ფარტენაძეს, მერისის თემის სოფელ მერისში მცხოვრებ ჯემალ შარაძეს, ცხმორისის თემის სოფელ კოკოტაურის მკვიდრს – მიხეილ ბერიძეს და პირველი მაისის თემის სოფელ კოლოტაურში მცხოვრებ რუსლან გოგუაძეს კავშირი "ინტელექტი" პრაქტიკულად მოქმედ სასათბურე მეურნეობას და ბიო გასზის მისაღებ დანადგარს აუშენებს, რომლის საშუალებითაც მათ  შეეძლებათ აითვისონ მცირედანახარჯიანი, ეკოლოგიურად სუფთა და ეფექტური ბიოგაზის მიღების ტექნოლოგიები სათბურების გათბობისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის, აწარმოონ ბოსტნეული კულტურის მოყვანა მთელი წლის განმავლობაში.
პროექტი დაფინანსებულია ამერიკის საელჩოს მიერ.
« დაბრუნება
    
ანონსი
   
   
კომპიუტერული სკოლა
© 2008. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“
Designed & Developed By Alpha Telecom Inc.
საკონტაქტო ინფორმაცია
 
ტელ.: (+995 222) 77415
ფაქსი: (+995 222) 77126
ელ–ფოსტა:* info@intellect.org.ge