სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის
ონლაინ კონსულტაცია
გამოკითხვა
დიახ
არა
 
 სიახლეები »
საკრებულოს წევრებს ანკეტირება ჩაუტარდათ -  2010-10-07
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა "ინტელექტმა" პროექტის "ჩვენი არჩევანი – რეალური თვითმმართველობა" ფარგლებში აჭარის რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრებს გამოკითხვა ჩაუტარა. გამოკითხვის მიზანი იყო გამოკვეთილიყო ის კონკრეტული  საკითხები, რომლებიც  საკრებულოს წევრებს აინტერესებდათ და რომელთა სფეროშიც ცოდნის გაღრმავება მათ მუშაობაში დაეხმარებათ.
ანკეტირების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი საკითხები: საქმისწარმოება, პროცედურული საკითხები, დადგენილებების პროექტის მომზადება, ბიუჯეტის პროექტების შედგენა – დამტკიცება, ცვლილებები და წლიური ანგარიში.
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი" ანკეტირების შედეგად გამოვლენილ პრობლემატურ საკითხებზე საკრებულოს წევრებს ტრენინგებს ჩაუტარებს. ტრენერებად მოწვეული იქნებიან კომპეტენტური ტრენერები.
« დაბრუნება
    
ანონსი
   
   
კომპიუტერული სკოლა
© 2008. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“
Designed & Developed By Alpha Telecom Inc.
საკონტაქტო ინფორმაცია
 
ტელ.: (+995 222) 77415
ფაქსი: (+995 222) 77126
ელ–ფოსტა:* info@intellect.org.ge