სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის
ონლაინ კონსულტაცია
გამოკითხვა
დიახ
არა
 
 სიახლეები »
მუნიციპალიტეტებში სტრატეგიული განვითარების გეგმებზე ერთობლივი სამუშაო ჯგუფები იმუშავებენ -  2010-11-02

პროექტის "ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაძლიერება გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისათვის აჭარის რეგიონში" ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოების წარმატებით შესრულებისათვის მუნიციპალიტეტებში ერთობლივი სამუშაო ჯგუფები იმუშავებენ.
ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში სულ ჩამოყალიბდა ხუთი ერთობლივი სამუშაო ჯგუფი. თითოეული ჯგუფი შედგება  ექვსი წევრისგან: ორ–ორი წამყვანი სპეციალისტი გამგეობებიდან და საკრებულოებიდან და ორი ექსპერტიც კავშირ "ინტელექტიდან" (გარდა ქედის მუნიციპალიტეტისა, სადაც რვა წევრი იქნება, რადგან გამგეობამ და საკრებულომ სურვილი გამოთქვეს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში სამ–სამი წარმომადგენელი ჰყოლოდათ).
ერთობლივმა სამუშაო ჯგუფებმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ მუნიციპალიტეტების სოციალურ–ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმების, მუნიციპალიტეტების პასპორტების და საინვესტიციო პასპორტების შემუშავებაში, აგრეთვე  უნდა უზრუნველყონ პროექტით გათვალისწინებული სხვა საქმიანობების წარმართვა სამიზნე მუნიციპალიტეტების თვითმმართველ ორგანოებთან ერთად და პროექტის ამოცანებთან დაკავშირებული ყველა საკითხი შეათანხმონ საკრებულოს და გამგეობის სტრუქტურებთან და "ინტელექტის" გამგეობასთან.
ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედმა სამუშაო ჯგუფებმა კონკრეტული საქმიანობები წევრებს შორის კომპეტენციების და შესაძლებლობების  მიხედვით გადაანაწილეს. უკვე შემუშავებულია ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომლის საფუძველზეც მათი  შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს ყველა მუნიციპალიტეტში.

« დაბრუნება
    
ანონსი
   
   
კომპიუტერული სკოლა
© 2008. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“
Designed & Developed By Alpha Telecom Inc.
საკონტაქტო ინფორმაცია
 
ტელ.: (+995 222) 77415
ფაქსი: (+995 222) 77126
ელ–ფოსტა:* info@intellect.org.ge