სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის
ონლაინ კონსულტაცია
გამოკითხვა
დიახ
არა
 
 სიახლეები »
"ინტელექტმა" "საკრებულოს საუკეთესო წევრები" დაჯილდოვა -  2010-12-30

ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა "ინტელექტმა" კონკურსის ფარგლებში აჭარის რეგიონის  მუნიციპალიტეტებში (გარდა ქედის მუნიციპალიტეტისა) "საკრებულოს საუკეთესო წევრი" გამოავლინა. შერჩევის კრიტერიუმი საკრებულოს წევრების აქტივობა და საქმიანობა იყო, ინფორმაციის წყარო საკრებულოს, ბიუროსა და კომისიების სხდომის ოქმები, მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსული და გასული კორესპონდენციები და საკრებულოს კანცელარიიდან მოპოვებული მასალები.
ხულოს მუნიციპალიტეტში "საკრებულოს საუკეთესო წევრის" სტატუსი მოიპოვა ასლან ხოზრევანიძემ, შუახევში – ჯემალ დიასამიძემ, ხელვაჩაურში – ავთანდილ ბერიძემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტში რევაზ კარალიძემ.
"ინტელექტმა" გამარჯვებული საკრებულოს წევრი ვერ გამოავლინა ქედის მუნიციპალიტეტში, რადგან წევრთა უმრავლესობას თანაბარი  ქულა ქონდა.

« დაბრუნება
    
ანონსი
   
   
კომპიუტერული სკოლა
© 2008. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“
Designed & Developed By Alpha Telecom Inc.
საკონტაქტო ინფორმაცია
 
ტელ.: (+995 222) 77415
ფაქსი: (+995 222) 77126
ელ–ფოსტა:* info@intellect.org.ge