სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის
ონლაინ კონსულტაცია
გამოკითხვა
დიახ
არა
 
 სიახლეები »
ტრენინგი ვებ საიტების მართვა -  2011-05-20

17 მაისს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის "ინტელექტის" ოფისში აჭარის ხუთი მუნიციპალიტეტის საკრებულოების და გამგეობების რვა წარმომადგენელს ვებ გვერდების მართვაში ერთდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ, რომლებსაც "ინტელექტის" გამგეობის თავმჯდომარე ლევან გობაძე და მოწვეული სპეციალისტები ამირან  შარაძე და ზურაბ ჯიჯავაძე უძღვებოდნენ.
როგორ  ვაწარმოოთ საიტის ადმინისტრირება, როგორ უნდა შეირჩეს და რა სახის მასალები უნდა განთავსდეს საინფორმაციო პორტალზე,  - ეს იმ საკითხთა მცირე ჩამონათვალია, რომელზეც ტრენინგზე გაამახვილეს ყურადღება.
ზურაბ ახალაძე და ნათია ზოიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან, ზაირა ჯიბლაძე ხელვაჩაურიდან, ჯამბულ დიასამიძე და სოფიო ხაბაზი ქედიდან, ომარ აბუსერიძე შუახევიდან, ხოლო ნინო ქონიაძე და ირაკლი ჯორბენაძე ხულოს მუნიციპალიტეტიდან არიან ის ადამიანები, რომლებსაც მოუწევთ თავიანთი მუნიციპალიტეტების საინფორმაციო პორტალების ადმინისტრირება.
www.khulo.ge , www.shuakhevi.ge , www.keda.ge , www.khelvachauri.ge , www.kobuleti.org.ge  – ეს ის მისამართებია, რომელიც სამიზნე მუნიციპალიტეტებს საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს და პოტენციურ ინვესტორებს გაიცნოს მუნიციპალიტეტის შიგნით მიმდინარე სიახლეები, მუნიციპალიტეტის ისტორია, გეოგრეფიული მდგომარეობა, საინვესტიცო და ტურისტული პოტენციალი, მუნიციპალიტეტის ეკონომიკა და ბიზნეს-სექტორი, ბუნებრივი რესურსები, ინფრასტრუქტურა, კულტურული ძეგლები, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერები, კონკურსები და სხვა.

« დაბრუნება
    
ანონსი
   
   
კომპიუტერული სკოლა
© 2008. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“
Designed & Developed By Alpha Telecom Inc.
საკონტაქტო ინფორმაცია
 
ტელ.: (+995 222) 77415
ფაქსი: (+995 222) 77126
ელ–ფოსტა:* info@intellect.org.ge