სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის
ონლაინ კონსულტაცია
გამოკითხვა
დიახ
არა
 
 სიახლეები »
სამუშაო შეხვედრა ქედაში -  2011-07-18

14 ივნისს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა "ინტელექტმა" ქედის მუნიციპალიტეტში საკრებულოს და გამგეობის სამსახურების წარმომადგენლებთან და ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც პროექტის "ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარება გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისათვის აჭარის რეგიონში" ფარგლებში შედგა. შეხვედრის მთავარ მიზანს მუნიციპალიტეტის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა და შესაძლებლობების და საფრთხეების ანალიტიკური შეფასება წარმოადგენდა.
სამუშაო შეხვედრას "ინტელექტის" გამგეობის თავმჯდომარე ლევან გობაძე უღვებოდა, მან ისაუბრა შეხვედრის მთავარ მიზანზე, SWOT ანალიზის არსზე, მნიშვნელობაზე და მის აუცილებლობაზე მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების დროს.
შეხვედრაზე გამგეობის და საკრებულოს სამსახურების წარმომადგენლებმა საკუთარი სფეროების მიხედვით დაასახელეს ქედის მუნიციპალიტეტის ძლიერი და სუსტი მხარეები, აგრეთვე ისაუბრეს ქედის  განვითარების პოტენციურ გზებზე და საფრთხეებზე.
ცხოვრების და მატერიალური უზრუნველყოფის დონე, საცხოვრებელი, კომუნალური და კულტურული დონე, სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, ჯანდაცვა, უსაფრთხოება, ეკოლოგია, ეკონომიკურ–გეოგრაფიული მდებარეობა, ისტორიული და ბუნებრივი პოტენციალი, მოსახლეობა და სამუშაო ძალა, ეკონომიკური და საწარმოო პოტენციალი, სასოფლო–სამეურნეო, სამცენიერო, საგანმანათლებლო, სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალი, საინჟინრო, სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა, საბიუჯეტო პოტენციალი, სოციალური და საქმიანი ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური საკუთრება, სოციალურ–ეკონომიკური განვითარების პროცესის მონაწილე ძირითადი ინსტიტუტები – ეს იმ საკითხთა მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც აქცენტები  შეხვედრისას გადანაწილდა.
როგორც შეხვედრის მონაწილე მხარეები ამბობენ სამუშაო დღე ნაყოფიერი გამოდგა, აქ მიღებული ინფორმაცია კი აუცილებლად გამოყენებული იქნება სტრატეგიული გეგმის შემუშავების დროს.
უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი შეხვედრა შუახევის მუნიციპალიტეტშიც გაიმართა, რაც შეეხება აჭარის რეგიონის სხვა  მუნიციპალიტეტებს, აქ შეხვედრები უკვე  დაგეგმილია.

« დაბრუნება
    
ანონსი
   
   
კომპიუტერული სკოლა
© 2008. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“
Designed & Developed By Alpha Telecom Inc.
საკონტაქტო ინფორმაცია
 
ტელ.: (+995 222) 77415
ფაქსი: (+995 222) 77126
ელ–ფოსტა:* info@intellect.org.ge