სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის
ონლაინ კონსულტაცია
გამოკითხვა
დიახ
არა
 
 სიახლეები »
ხულოს მუნიციპალიტეტის 10 თვის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი -  2006-12-14
  ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხულოს რაიონის 2006 წლის ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა შესრულდა 102,4 პროცენტით, ანუ დაგეგმილი იყო 2 275 838 ლარი და შესრულდა 2 330 569 ლარით. რაიონის ბიუჯეტის შემოსავლების ყველაზე დიდი წვლილი მოდის საშემოსავლო გადასახადზე, რომელიც 116,6 პროცენტით შესრულდა, ანუ დაგეგმილი იყო 209 000 ლარი და ბიუჯეტში 34 731 ლარით მეტი შევიდა. გადაჭარბებით შესრულდა შემოსავალი მოგების გადასახადიდან - დაგეგმილი 54 670 ლარის ნაცვლად ბიუჯეტში 128 471 ლარი შევიდა (შესრულდა 235,0 პროცენტით). ასეთივე სიტუაცია გვაქვს ქონების გადასახადის შესრულებასთან, რომელიც 172,4 პროცენტით შესრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტში დაგეგმილი 8 400 ლარის ნაცვლად 14 478 ლარი შევიდა.
  საგადასახადო შემოსავლებისაგან განსხვავებით ნაწილობრივ შესრულდა არასაგადასახადო შემოსავლები: ნაცვლად დაგეგმილი 57 375 ლარისა ბიუჯეტში შევიდა 48 044 ლარი ანუ 83,7 პროცენტი. შემოსავალი მოსაკრებლებიდან შესრულდა 83,7 პროცენტით. არ იყო დაგეგმილი შემოსავლები სახელმწიფო ქონების იჯარიდან, და სხვა არაკლასიფიცირებული არასაგადასახადო შემოსავლებიდან, რომლებიდანაც ბიუჯეტში შემოვიდა შესაბამისად 14 ლარი და 805 ლარი. მომსახურების გაწევიდან შემოსავალმა გეგმით გათვალისწინებული 3 950 ლარის ნაცვლად 2 495 ლარი შეადგინა.
ხულოს რაიონის ბიუჯეტში ჩარიცხული ტრანსფერის ოდენობამ 10 თვისათვის შეადგინა 1 864 915 ლარი, რაც გათვალისწინებული გეგმის მიხედვით მთლიანად ჩაირიცხა ბიუჯეტში.
  ხულოს რაიონის გამგეობის მიერ მოწოდებული 2006 წლის ბიუჯეტის 10 თვის ანგარიშის მიხედვით ბიუჯეტის გადასახდელების გეგმა შესრულდა 94,8 პროცენტით. რაიონის საკრებულომ და სოფლის საკრებულოებმა მათთვის გამოყოფილი 363 195 ლარის ნაცვლად 353 961 ლარი, ანუ 97,5 პროცენტი დახარჯეს. რაიონის გამგეობამ გეგმით გამოყოფილი 247 170 ლარიდან 99,0 პროცენტი დახარჯა. ნაწილობრივ გაიხარჯა თანხა თავდაცვისათვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროებისათვის. განათლებისათვის გამოყოფილი იყო 238 347 ლარი და რეალურად გაიხარჯა 85,9 პროცენტი, ანუ 33 537 ლარით ნაკლები. საბიუჯეტო სახსრები ნაწილობრივ გაიხარჯა ასევე ჯანმრთელობის დაცვისა, სოციალური დაზღვევისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის.
  საბინაო-კომუნალურ ღონისძიებებისათვის გამოყოფილი იყო 591 265 ლარი და დაიხარჯა 568 278 ლარი, ანუ 96,1 პროცენტი. დასვენების ორგანიზაციასა და საქმიანობისთვის კულტურის, სპორტისა და რელიგიის სფეროში დაიხარჯა გეგმით გათვალისიწნებული საბიუჯეტო სახსრების 95,7 პროცენტი.
  გეგმით განსაზღვრული თანხა ზუსტად გეგმის მიხედვით მთლიანად გაიხარჯა სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობის, მეთევზეობისა და მონადირეობის სფეროში, რომლისთვისაც იყო გამოყოფილი 10 066 ლარი და გაიხარჯა 10 066 ლარი. საბიუჯეტო სახსრების ნაწილობრივ გაიხარჯა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობისათვის - ნაცვლად 15 795 ლარისა დაიხარჯა 14 202 ლარი.
  ზემოთ ნათქვამიდან ნათლად ჩანს, რომ ბიუჯეტის ზოგიერთ მუხლში შეიმჩნევა მნიშვნელოვანი გადახრა გეგმასა და შესრულებას შორის.
  იმედი გვაქვს ხულოს მუნიციპალიტეტის 2007 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 2006 წლის ბიუჯეტის შესრულების ფაქტობრივი მაჩვენებლები, მუნიციპალიტეტის სავარაუდო საგადასახადო პოტენციალი მომავალი წლისათვის და მოსალოდნელი დადებითი თუ უარყოფითი მოვლენები მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში. ყოველივე ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი ხელის შემწყობი ფაქტორია რეალური თვითმმართველობის განვითარებისა.
« დაბრუნება
    
ანონსი
   
   
კომპიუტერული სკოლა
© 2008. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“
Designed & Developed By Alpha Telecom Inc.
საკონტაქტო ინფორმაცია
 
ტელ.: (+995 222) 77415
ფაქსი: (+995 222) 77126
ელ–ფოსტა:* info@intellect.org.ge