სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის
ონლაინ კონსულტაცია
გამოკითხვა
დიახ
არა
 
 სიახლეები »
აქ გაჭირვებას მოვყავართ, თორემ ... -  2007-04-11
  2006 წლიდან მთელს საქართველოში ამოქმედდა სოციალურად დაუცველი ფენისათვის მუნიციპალური უფასო სასადილოს პროგრამა, რომელიც მიზნად აღნიშნული ფენის კვირაში შვიდი დღის განმავლობაში ერთჯერად კვებას ისახავდა.
  შუახევის მუნიციპალიტეტში 2006 წელს პროგრამას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აფინანსებდა, 2007 წლიდან კი შუახევის მუნიციპალიტეტის მფარველობაში გადავიდა, რომლისთვისაც ბიუჯეტში 15 000 ლარი გამოიყო. აქედან, თვეში სახელფასო ფონდი 216 ლარს შეადგენს, სხვადასხვა ხარჯებისათვის (ელექტროენერგია, გაზი, სარეცხი და სადენზინფექციო საშუალებები) 104 ლარია გამოყოფილი, ხოლო პროდუქციის შესაძენად კი 930 ლარი. უფასო მუნიციპალური სასადილოს პროგრამით შუახევში 36 მოქალაქე სარგებლობს.
  ერთი ადამიანის გამოკვება შუახევის სასადილოში, მსგავსად ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტისა 0.80 თეთრი უჯდებათ, მაშინ, როცა ხელვაჩაურში ერთ ადამიანზე 1.75 ხოლო ქობულეთში 2.10 ლარი იხარჯება.
  შუახევის უფასო მუნიციპალური სასადილოს მომხმარებლები უკმაყოფილებას ღიად გამოხატავენ: "მოსამსახურე პერსონალს არაფერს ვერჩით, პირიქით, ყველაფერი ზედმიწევნით სუფთად და ლამაზად კეთდება, ამათი რა ბრალია ყოველდღე ერთი და იგივე საკვებს რომ გვიმზადებენ, პრეტენზიები იმ ხალხთან გვაქვს, ვინც გვამარაგებს და ვინც სახსრებს გამოყოფს. აქ გაჭირვებამ მოგვიყვანა თორემ... იყო დრო ჩვენც ვიყავით ამაყები და კარგები, მაგრამ..." -აღნიშნა ჩვენთან საუბარში ერთმა მოხუცებულმა მამაკაცმა, რომელმაც სახელი და გვარის დასახელებისაგან თავი შეიკავა." ყოველდღე ერთი და იგივე მოსაბეზრებელია, კარგია მსგავსი პროგრამები რომ მოქმედებს, მართლაც ძალიან კარგი საქმე კეთდება, მაგრამ გასაკონტოლებელია რა და როგორ ხდება".
  სიტუაციაში გარკვევას თავად შევეცადეთ, სასადილოს მომმარაგებელთან ინდ. მეწარმე ნათელა ზოიძესთან დაკავშირება ვერ შევძელით, სამაგიეროთ ვესაუბრეთ მის ვაჟს სოსლან ზოიძეს, რომელიც ამავდროულად შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსია. "დედაჩემს ვეხმარები და საკითხშიც კარგად ვერკვევი. გამგეობამ"ერთპირთან მოლაპარაკების" პრინციპით გააფორმა ინდ მეწარმესთან ხელშეკრულება და 2007 წლის დეკემბრამდე აიღო ვალდებულება მოემსახუროს სასადილოს. ვიცით, რომ მოსახლეობა უკმაყოფილოა, სწორედ ამიტომ გამგეობამ და ინდმეწარმემ გადაწყვიტეს რაციონში ცვლილებები შესულიყო და მომხდარიყო ქათმის ბარკლის დამატება, რაც მოსახლეობის მოთხოვნებს ნაწილობრივ დააკმაყოფილებს, კარგი იქნებოდა რაციონის კიდევ უფრო გაზრდა, მაგრამ მწირი ბიუჯეტი არ გვაძლევს ამის საშუალებას."
« დაბრუნება
    
ანონსი
   
   
კომპიუტერული სკოლა
© 2008. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“
Designed & Developed By Alpha Telecom Inc.
საკონტაქტო ინფორმაცია
 
ტელ.: (+995 222) 77415
ფაქსი: (+995 222) 77126
ელ–ფოსტა:* info@intellect.org.ge