სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის
ონლაინ კონსულტაცია
გამოკითხვა
დიახ
არა
 
 სიახლეები »
ტრენინგი შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისათვის -  2007-03-30
  არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი" პროექტის "თემი და არჩევნების" ფარგლებში აჭარაში არსებული მუნიციპალური საკრებულოს წევრებისათვის ტრენინგებს ატარებს, რომლის ძირითადი მიზანია თვითმმართველი ერთეულების წევრთა პროფესიული დონის ამაღლება და ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებული რთული საკითხების დახვეწა-გათვიცნობიერება. "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო პროცესი", "საქართველოს საბიუჯეტო პროცესი ", "ს ოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა", " მიზნობრივი პროგრამების შედგენა და შეფასება" "სამართლებრივ აქტების სახეები", "ნორმატიული აქტების იერარქია", "საჯარო ინფორმაციის გაცემის წესები"-ეს იმ საკითხთა მცირე ჩამონათვალია, რომელებზეც ტრენერები მიხეილ ანანიძე, ტიტე აროშიძე და ირაკლი ანანიძე სამიზნე ჯგუფებს ესაუბრებოდნენ.
  30 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით ტრენინგ-სემინარი შუახევის მუნიციპალური საკრებულოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს ჩაუტარდათ, რომელსაც საკრებულოს წევრების გარდა გამგეობის აპარატის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.
  ტრენინგ-სემინარმა მონაწილეების მხრიდან დადბითი შეფასება მიიღო, რომლის მნიშვნელობაზე და საჭიროებაზე თავადაც ღიად მიუთითებდნენ:
  რუსუდან შავაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე -" პირველ რიგში მადლობას გადაუხდი "ინტელექტს". მისასალმებელია არასამთავრობოთა ასეთი აქტიურობა და მიზანმიმართულად მოქმედება, რომელიც, საკრებულოს წევრებთან ერთად, მიზნად რეალური თვითმმართველობის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას ისახავს. ჩვენც სწორედ ამის მიღწევა გვინდა. ეს ტრენინგები ძალიან კარგი იყო, რადგან პროფესიით ფილოლოგი ვარ, საბიუჯეტო და სამართლებრივი საკითხები ჩემს სფეროს არ წარმოადგენ. როცა ბიუჯეტი განსახილველად შემოიტანეს სირთულეებს წავაწყდით, ეს ტრენინგები ადრე რომ ჩატარებულიყო კარგი იქნებოდა თითოეული ჩვენთაგანისათვის, რადგან არ დაუშვებდით შეცდომებს. ვაღიარებ, რომ არ ვიცოდი ბიუჯეტის დამტკიცებამდე ჯერ ღონისძიებათა გეგმა თუ უნდა მიგვეღო და მერე შეგვეტანა ბიუჯეტში, მოსმენილი ტრენინგი კი სამომავლოდ მსგავს საკითხებში აუცილებლად დაგვეხმარება."
    ომარ აბუსელიძე, საორგანიზაციო საკითხთა სამსახურის უფროსი -"ტრენინგები საკრებულოს წევრებისათვის მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული დეპუტატის კომპეტენცია შეიძლება არ შეესაბამებოდეს იმ დონეს, რომელიც საჭიროა თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. კარგი იქნებოდა შესწავლის მეთოდიკა უფრო კონკრეტულზე რომ ყოფილიყო დაყრდნობილი და თავიდან ბოლომდე გაგვევლო პროგრამები დაწყების ეტაპიდან დამთავრების ეტაპამდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ტრენინგი სამართლებრივ საკითხებზე, რომელიც დღემდე პრობლემად დგას ნებისმიერ საკრებულოში."
  ჯემალ დიასამიძე, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარე -"ამ ტრენინგს დადებით შეფასებას მივცემ, რადგან საკრებულოს წევრები არ არიან ყველა საქმის პროფესიონალი, ტრენინგებზე კი მოხდა იმ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რომლებშიც ეს პიროვნებები დელეტანტები იყვნენ, გაათვიცნობიერეს ამა თუ იმ საკითხებში. მე პროფესიიდან გამომდინარე რაღაც საკითხებში მოვიკოჭლებდი, ამ ტრენინგებმა ბევრი მომცა, ახლა თავისუფლად შემიძლია ნებისმიერ სამართლებრივ თუ საბიუჯეტო საკითზე კამათი. პროფესიული გადამზადების მიზნით ტრენინგ-სემინარები შესანიშნავი საშუალებაა."
  ჯემალ ამაღლობელი, საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი - "ტრენინგები ნებისმიერი ადამიანისათვის შესნიშნავი საშუალებაა განვითარდეს და გაიზარდოს როგორც პროფესიონალი. ნორმატიული აქტების მნიშვნელობა, საბიუჯეტო პროცესები, ქონების მართვასთან დაკავშირებული საკითხები ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო."
    აკაკი ფუტკარაძე, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - "საკრებულო ახალფეხადგმულია და სასიამოვნოა როცა პირველი ნაბიჯების გადადგმაში არასამთავრობოებიც ღებულობენ აქტიურ მონაწილეობას. დღევანდელი ტრენინგი ამის ნათელი დადასტურებაა. სამ დღეში ბევრი საკითხი მოვიცავით, რომლებიც სამომავლოდ პრაქტიკაში აუცილებლად გამოგვადგება. დიდი მადლობა "ინტელექტს" აქტიური თანამშრომლობისათვის."
« დაბრუნება
    
ანონსი
   
   
კომპიუტერული სკოლა
© 2008. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“
Designed & Developed By Alpha Telecom Inc.
საკონტაქტო ინფორმაცია
 
ტელ.: (+995 222) 77415
ფაქსი: (+995 222) 77126
ელ–ფოსტა:* info@intellect.org.ge