სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის
ონლაინ კონსულტაცია
გამოკითხვა
დიახ
არა
 
 სიახლეები »
შუახევის მუნიციპალიტეტის 2006 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის კანონშესაბამისობის შესახებ -  2007-04-18
  2006 წლის 27 ოქტომბრამდე შუახევის რაიონის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 31 508 ლარი. საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობა პირდაპირ არ განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მოხდეს სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა და ხარჯვა.
  საქართველოს კანონი "საბიუჯეტო სისტემის შესახებ" განსაზღვრავს მხოლოდ ცენტრალური და ავტონომიური ერთეულების ბიუჯეტების სარეზერვო ფონდების გამოყოფის და ხარჯვის სამართლებრივ საფუძვლებს. მასში არაფერია ნათქვამი ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ბიუჯეტების სარეზერვო ფონდების შესახებ. ამდენად, რახან არ არსებობს სხვა სპეციფიკური კანონმდებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა და ხარჯვა უნდა მოექცეს კანონით "საბიუჯეტო სისტემის შესახებ" ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების სარეზერვო ფონდებისთვის დადგენილ სტანდარტულ წესებში.
  საქართველოს კანონი "საბიუჯეტო სისტემის შესახებ", მუხლი 13 პუნქტი 2, განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც ქმნის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფის შესაძლებლობას და საჭიროებას. კერძოდ, კანონი განმარტავს:"სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისთვის, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები, აგრეთვე სხვა გაუთვალიწინებელი სახელმწიფო ხარჯების დასაფინანსებლად. მსგავსი სამართლებრივი სივრცეა დადგენილი კანონით "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ", რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა შუახევის რაიონის გამგეობას. კერძოდ, 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის ბ) ქვეპუნქტში მითითებულია, რომ "ადგილობრივ ბიუჯეტში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სარეზერვო ფონდი გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯებისათვის. სარეზერვო ფონდის ოდენობა კი არ უნდა აჭარბებდეს საერთო ხარჯების 2%-ს". აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შუახევის რაიონის საკრებულო ვალდებულია დაადგინოს ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი, რაც შექმნის სარეზერვო ფონდის ხარჯვის სამართლებრივ საფუძვლებს. რადგანაც ასეთი სამართლებრივი აქტი საკრებულომ თავისი ინიციატივით არ შექმნა, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ შესაბამისი რეკომენდაციით საკრებულოს მიმართა. გარდა ამისა მომზადდა საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი და საკრებულოს წევრთა ლობირების მეთოდით წარედგინა საკრებულოს შესაბამის კომისიებს, რომლებმაც გაითვალისწინეს არასამთავრობოების მიერ შეთავაზებული პროექტი და 2 აპრილს დაამტკიცეს.
  როგორც უკვე აღვნიშნეთ ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა უნდა მოხდეს სტიქიური უბედურებების, ფორსმაჟორული სიტუაციების და ისეთი გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ხარჯების არსებობის დროს, რომელთა გათვალისწინებაც ბიუჯეტში წინასწარ შეუძლებელია.
  შუახევის რაიონის 2006 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა და ხარჯვა განხორციელდა ცხრამმეტ ეტაპად ანუ შუახევის რაიონის გამგებლმა გამოსცა ცხრამმეტი განკარგულება "სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფის შესახებ".
  წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნაში დეტალურად განხილული და შეფასებულია შუახევის გამგებლის ცხრამმეტივე განკარგულება, რომლებიც შეეხება სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფას და ხარჯვას.
  1. შუახევის რაიონის გამგებლის 2006 წლის 22 თებერვლის â„–28 განკარგულებით ქ. ფოთიდან ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებისათვის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 300 (სამასი) ლარი..
  განკარგულების საფუძველი იყო ქ. ფოთიდან უმწეო კატეგორიის მოსახლეობისათვის განკუთვნილი ტვირთის ტრანსპორტირების ხარჯების დაფინანსება. აღნიშნული მიზნით სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა შეიძლება ჩაითვალოს მიზნობრივ ხარჯვად, რადგანაც მსგავსი სახის ხარჯის გათვალისწინება ბიუჯეტის დაგეგმვის დროს შეუძლებელია.
  ზუსტად იგივე შინაარსის და დანიშნულების განკარგულებები შუახევის რაიონის გამგებელმა კიდევ ერთჯერ გამოსცა, რომელზეც ვრცელდება იგივე შეფასება (შუახევის რაიონის გამგებლის 2006 წლის 1 ნოემბრის â„–227 განკარგულება. თნხა 300 (სამასი) ლარი).
  2. შუახევის რაიონის გამგებლის 2006 წლის 30 მარტის â„–46 განკარგულებით შუახევის შინაგან საქმეთა განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაზე წარმოებული აღდგენითი სამუშაოების ანაზრაურების მიზნით სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 2200 (ორიათასორასი) ლარი.
  აღნიშნული მიზნით სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა უნდა შეფასდეს არამიზნობრივ და უკანონო ხარჯვად შემდეგი გარემოებების გამო: ა) შუახევის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურაა, რომელიც მთლიანად ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებშია მოქცეული, შესაბამისად, საჭირო სარემონტო სამუშაოების (თუნდაც სასწრაფო) დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსების სფეროს განეკუთვნება. ბ) "ა" პუნქტში მითითებული გარემოება რომც არ ყოფილიყო, შენობას ხანძარი გაუჩნდა 2005 წლის 26 ნოემბერს, ესეიგი 2006 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს ცნობილი იყო ასეთი ხარჯის საჭიროების შესახებ და შესაბამისად, საჭირო ხარჯი გათვალისწინება შესაძლებელი იყო ბიუჯეტის შესაბამის მუხლში. გ) განკარგულება გამოიცა უკვე არსებული დავალიანების დასაფინანსებლად, რაც ცალსახად მიუთითებს მის უკანონობასა და უსაფუძვლობაზე, რადგანაც სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფის უპირველესი მიზანი მისი ოპერატიულად გამოყენების შესაძლებლობაა. ამ შემთხვევაში სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფის არანაირი ფაქ ტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა.
  3. შუახევის რაიონის გამგებლის 2006 წლის 26 აპრილის â„–43 განკარგულებით 2004-2006 წლებში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 4300 (ოთხიათასსამასი) ლარი.
  ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მატერიალური დახმარების გაწევა მისასალმებელი გადაწყვეტილებაა, მაგრამ იგი თავისი შინაარსით დაუსაბუთებელია, რადგან მოცემულ შემთხვევაში განკარგულების სათაურშივე მითითებულია, რომ მატერიალური დახმარება გაეწია 2004-2006 წლებში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, ანუ 2006 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა (თანხის ერთი ნაწილი) მოხდა გასულ წელს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც კანონშეუსაბამოა, რადგანაც ასეთი მოვლენის დადგომის და შესაბამისად, დაფინასების საჭიროების შესახებ ცნობილი იყო მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს. ამიტომ ეს ხარჯი მომდევნო წლის ბიუჯეტის შესაბამის მუხლში უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.
  4. შუახევის რაიონის გამგებლის 2006 წლის 8 მაისის â„–76 განკარგულებით სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 2200 (ორიათასორასი) ლარი შუახევის რაიონში მეწყერის შედეგად დაზიანებული შიდა სასოფლო გზების აღსადგენად.
  აღნიშნული განკარგულება და სარეზერვო ფონდიდან განკარგულებით გამოყოფილი თანხა ერთის მხრივ უნდა ჩაითვალოს მიზნობრივად და კანონშესაბამისად, რადგან სწორედ ასეთი მიზნებისათვის იქმნება ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი. მეორეს მხრივ მნიშვბნელოვანია ერთი გარემოება: განკარგულებაში "თანხების გამოყოფის შესახებ" მითითებულია, რომ სტიქიური მოვლენების შედეგად დამეწყვრა მოხდა 2005 წელს, ე.ი. 2006 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროისთვის ცნობილი იყო ასეთი ხარჯის საჭიროების შესახებ. შესაბამისად, ამ შემთხვევაში თანხები გათვალისწინებული უნდა ყოფილყო ბიუჯეტში და სარეზერვო ფონდოდან თანხების გამოყოფის საჭიროებაც აღარ დადგებოდა.
  ზუსტად იგივე შინაარსის და დანიშნულების განკარგულება შუახევის რაიონის გამგებელმა კიდევ ერთჯერ გამოსცა, რომელზეც ვრცელდება იგივე შეფასება. (შუახევის რაიონის გამგებლის 2006 წლის 2 აგვისტოს â„–146 განკარგულება. თანხა 465 (ოტხასსამოცდახუთი) ლარი.
  5. შუახევის რაიონის გამგებლის 2006 წლის 15 მაისის â„–79 განკარგულებით სოფ. სამოლეთის მცხოვრებ ე. აბუსელიძის ოჯახზე 2005 წელს მეწყერის შედეგად მიყენებყული ზარალის ანაზღაურების მიზნით სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 1000 (ათასი) ლარი.
  რათქმა უნდა სოფელ სამოლეთში მოსული მეწყერი სტიქიური უბედურებაა და თანხის გამოყოფას ნამდვილად საჭიროებს, თუმცა ამ შემთხვევაშიც სარეზერვო ფონდის ხარჯვა არამიზნობრივი და კანონშეუსაბამოა, რადგან თანხის გამოყოფა მოხდა 2005 წელს მოსული მეწყერთან დაკავშირებით, რაც 2006 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის დაფინანსების საგანს არ წარმოადგენს, ხოლო დაფინანსების აუცილებლობის შემთხვევაში, ასეთი ხარჯი შუახევის რაიონის გამგეობას უნდა გაეთვალისწინებინ 2006 წლის ბიუჯეტში.
  6. შუახევის რაიონის გამგებლის 2006 წლის 29 მაისის â„–89 განკარგულებით სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 6855 (ექვსიათასრვაასორმოცდათხუთმეტი) ლარი ქ. ბათუმიდან 161050 კგ. ამონიუმის გვარჯილას რაიონის დაბისა და თემის საკრებულოების ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისათვის.
  აღნიშნული შესყიდვა შეიძლება ჩაითვალოს მიზნობრივ ხარჯვად, რადგან ასეთი თანხის საჭიროების შესახებ ბიუჯეტის დამტკიცების დროისთვის ინფორმაცია არ არსებობდა, შესაბამისად, ასეთი დანიშულებით სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა მიზანშეწონილიად უნდა ჩაითვალოს.
  7. შუახევის რაიონის გამგებლის 2006 წლის 7 ივნისის â„–98 განკარგულებით, რეზერვისტთა ბატალიონის ქ. ახალციხეში (ომფოლო) საწვრთნელ ბაზაზე გადაყვანის მიზნით გამოიყო 2550 (ორიათასხუთასორმოცდაათი) ლარი.
  ცალკე მსჯელობის საგანია, ის, თუ რეზერვისტთა ბატალიონის ტრანსპორტირება რამდენად შედის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში. ასე რომც იყოს რეზერვისტთა ბატალიონის ტრანსპორტირება "საწვრთნელ სწავლებაში" მონაწილეობის მიღების მიზნით ვერანაირად ვერ ჩაითვლება ფორს მაჟორად, სტიქიურ უბედურებად ან გადაუდებელ სახელმწიფო ვალდებულებად. შესაბამისად ამ მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა უკანონოა.
  8. შუახევის რაიონის გამგებლის 2006 წლის 26 ივლისის â„–131 განკარგულებით წალკის რაიონ სოფ. ჯინისში და თეთრიწყაროს რაიონის სოფ. წინწყაროში ჩასახლებულ ოჯახებზე ერთჯერადი დახმარების მიზნით (ტრანსპორტირების ხარჯი) სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 2500 (ორიათასხუთასი) ლარი.
  ასეთი სახის ხარჯების გამოყოფა სარეზერვო ფონდიდან შეიძლება ჩაითვალოს მიზნობრივად, ვინაიდან ასეთი ოჯახების (ეკომიგრანტები) ტრანსპორტირების ხარჯი პირდაპირ არ ფინანსება არცერთი დონის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შესაბამისად შუახევის რაიონის გამგებლის აღნიშნული განკარგულება კანონშესაბამისი და მიზნობრივია.
ზუსტად იგივე შინაარსის და დანიშნულების განკარგულება შუახევის რაიონის გამგებელმა კიდევ ერთჯერ გამოსცა, რომელზეც ვრცელდება იგივე შეფასება (შუახევის რაიონის გამგებლის 2006 წლის 8 სექტემბრის №182 განკარგულება. თნახა 500 (ხუთასი) ლარი).
  9. შუახევის რაიონის გამგებლის 2006 წლის 2 აგვისტოს â„–145 განკარგულებით სტიქიის შედეგად დაზიანებული სოფ. ჭალის სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისათვის გამოიყო 1000 (ათასი) ლარი.
  სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტის აღდგენის მიზნით სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა უნდა შეფასდეს კანონიერ და მიზნობრივ ხარჯვად, რადგან ეს საკითხი პირდაპირ გამომდინარობს სარეზერვო ფონდის მიზნებიდან.
  10. შუახევის რაიონის გამგებლის 2006 წლის 18 აგვისტოს â„–161 განკარგულებით მთა კატრიანზე სტიქიის შედეგად დაზიანებული მისასვლელი ხიდის სარემონტო სამუშაობის წარმოებისათვის სამშენებლო მასალების შესაძენად სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 300 (სამასი) ლარი.
  სტიქიის შედეგად დაზიანებული სოფელში მისასვლელი ხიდის აღდგენის მიზნით სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა და ხარჯვა კანონიერად და მიზნობრივად უნდა შეფასდეს, რამდგან ეს ის შემთხვევაა, რომელიც პირდაპირ გამომდინარობს სარეზერვო ფონდის მიზნებიდან. მიუხედავად აღნიშნული შეფასებისა, უნდა ითქვას, რომ მეწყერი მაღალმთიან რაიონებში ყოველ წელს მოსალოდნელი მოვლენაა, ამიტომ შესაძლებელია მსგავსი ხარჯების გათვალისწინება ბიუჯეტის შესაბამის მუხლში.
  ზუსტად იგივე შინაარსის და დანიშნულების განკარგულება შუახევის რაიონის გამგებელმა კიდევ ორჯერ გამოსცა, რომელზეც ვრცელდება იგივე შეფასება (გამგებლის 2006 წლის 21 აგვისტოს â„–169 განკარგულება, თანხა: 550 (ხუთასორმოცდაათი) ლარი); გამგებლის 2006 წლის 8 სექტემბრის â„–180 განკარგულება, თანხა: 1988 (ათასცხრაასოთხმოცდრვა) ლარი.
  11. შუახევის რაიონის გამგებლის 2006 წლის 30 აგვისტოს â„–84 განკარგულებით ხანძრის შედეგად დაზარალებული სოფ. დარჩიძეების მცხოვრებ როინ ოთარის ძე ბოლქვაძის ოჯახისათვის მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 1000 (ათასი) ლარი.
  აღნიშნული მიზნით სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა უნდა შეფასდეს კანონიერ და მიზნობრივ ხარჯვად, რადგან ხანძრი სწორედ ისეთი მოვლენაა, რომლის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.
ზუსტად იგივე შინაარსის და დანიშნულების განკარგულება შუახევის რაიონის გამგებელმა კიდევ სამჯერ გამოსცა, რომელზეც ვრცელდება იგივე შეფასება (შუახევის რაიონის გამგებლის 2006 წლის 20 ნოემბრის №242 განკარგულება. თანხა 1000 (ათასი) ლარი; გამგებლის 2006 წლის 27 ოქტომბრის №102 განკარგულება. თანხა 2000 (ორიათასი) ლარი); გამგებლის 2006 წლის 8 სექტემბრის №181 განკარგულება, თანხა: 500 (ხუთასი) ლარი.
« დაბრუნება
    
ანონსი
   
   
კომპიუტერული სკოლა
© 2008. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“
Designed & Developed By Alpha Telecom Inc.
საკონტაქტო ინფორმაცია
 
ტელ.: (+995 222) 77415
ფაქსი: (+995 222) 77126
ელ–ფოსტა:* info@intellect.org.ge