სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის
ონლაინ კონსულტაცია
გამოკითხვა
დიახ
არა
 
 სიახლეები »
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2006 წლის 12 თვის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების გეგმა -  2007-01-18
  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შემდეგ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს დღის წესრიგში დადგება საკითხი ახალი ბიუჯეტის პროექტის განხილვის შესახებ, რომელიც წარდგენილი იქნება ახალი გამგებლის მიერ. იმედი გვაქვს ახალი ბიუჯეტის პროექტი არ იქნება შემუშავებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, როგორც ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. იმისათვის, რომ გამგეობის მიერ შემუშავებული ბიუჯეტი ეფუძნებოდეს ეფექტური დაგეგმვის პრინციპებს, ხოლო საკრებულოს შენიშვნები ბიუჯეტთან დაკავშირებით იყოს უფრო კვალიფიციური, უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის შესრულებასთან არსებული პრობლემების გათვალისწინება, მუნიციპალიტეტის საგადასახადო პოტენციალის შეფასება და საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ბიუჯეტი ასევე უნდა ეფუძნებოდეს სოციალურ ეკონომიკური განვითარების გეგმას და უნდა იყოს მისი შემადგენელი ნაწილი.
  ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2006 წლის 12 თვის ადგილობრივი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 103,0%-ით შესრულდა, დაგეგმილი 2646200 ლარის ნაცვლად ბიუჯეტში 2726757 ლარი შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტში დაგეგმილთან შედარებით 80557 ლარით მეტი შევიდა.
  ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება, ძირითადად, საერთო სახელმწიფოებრივი – საშემოსავლო და მოგების გადასახადების ხარჯზე მოხდა. საშემოსავლო გადასახადმა დაგეგმილი 1473740 ლარის ნაცვლად –1553514 ლარი შეადგინა, ანუ გეგმა 105,4%-ით შესრულდა â€“ ხოლო მოგების გადასახადმა დაგეგმილი 271460 ლარის ნაცვლად â€“ 325244 ლარი, ანუ 119,8%. ქონების გადასახადმა 688755 ლარი შეადგინა, რაც გეგმასთან შედარებით 94,4%-ს შეადგენს. სათამაშო ბიზნესზე გადასახადმა 43851 ლარი (109,6%).
  მთლიანობაში საგადასახადო შემოსავლებმა 2515200 ლარის ნაცვლად 2616424 ლარი შეადგინა, ანუ გეგმის შესრულება 104,0%-ით მოხდა.
მოგეხსენებათ რომ 2007 წლის 1 იანვრიდან "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ" კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში აღარ შევა საშემოსავლო და მოგების გადასახადები. 2006 წლისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში საშემოსავლო და მოგების გადასახადებმა 1878758 ლარი შეადგინა, რაც შემოსავლების ნაწილის დაახლოებით 80%-ს შეადგენს. ჩვენის აზრით, ამ კანონის მიღებით იზღუდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების დამოუკიდებლობა და ისინი დამოკიდებულნი ხდებიან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მიღებულ ფინანსურ დახმარებებზე.
  გეგმიურად ვერ იქნა შესრულებული არასაგადასახადო შემოსავლების მიღება, რაც ძირითადად გამოწვეულია მოსაკრებლების გეგმის შეუსრულებლობით. დაგეგმილი 83000 ლარის ნაცვლად ბიუჯეტში შევიდა 46027 ლარის მოსაკრებელი, ანუ გეგმის შესრულებამ 55,5% შეადგინა. შემოსავალმა სახელმწიფო ქონების იჯარიდან 39613 ლარი, ხოლო მომსახურების გაწევიდან მიღებულმა შემოსავალმა 23393 ლარი შეადგინა.
  მთლიანობაში არასაგადასახადო შემოსავლებმა 110333 ლარი შეადგინა, რაც გეგმასთან შედარებით 84,2%-ს შეადგენს.
  2006 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შემოსული იქნა 2051713 ლარის ოდენობის ფინანსური დახმარება (ტრანსფერი).რაც დაგეგმილთან შედარებით 99,3%-ს შეადგენს.
  ურთიერთანგარიშსწორებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული შემოსავალი 1216910 ლარით აისახა, ხოლო შემოსავალმა ხარჯების დასაფარავად მიმართული წლის დასაწყისისთვის არსებული სახსრების ნაშთიდან 103000 ლარი შეადგინა. მთლიანობაში 2006 წლის ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემოსულობები დაგეგმილი 6031863 ლარის ნაცვლად 6098380 ლარით აისახა, რაც იმას ნიშნავს რომ გეგმა 101,1%-ით იქნა შესრულებული.
  2006 წლის დასაწყისისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიანი შემოსულობები 2950600 ლარით განისაზღვრა. წლის ბოლოსათვის ბიუჯეტის შემოსულობები მასში შეტანილი ცვლილებების შედეგად დაახლოებით ორჯერ გაიზარდა და 6098380 ლარი შეადგინა, რაც ძირითადად ფინანსური დახმარების (ტრანსფერის) გაზრდის შედეგად მოხდა. ასევე გაზრდილი იქნა საგადასახადო შემოსავლები 746424 ლარით. უცვლელი დარჩა არასაგადასახადო შემოსავლები.
  რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს 2006 წლის 12 თვისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხარჯებმა დაგეგმილი 6031863 ლარის ნაცვლად 5980602 ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილი ხარჯების 99,2%-ს შეადგენს
საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაზე გაწეული ხარჯები 1229717 ლარს, თავდაცვაზე 39012 ლარს, ჯანდაცვაზე 138251 ლარს, სოციალურ უზრუნველყოფაზე 373624 ლარს შეადგენს. საბინაო–კომუნალურ მეურნეობაზე გახარჯულმა თანხებმა კი 2949155 ლარი შეადგინა. 568940 ლარი იქნა გახარჯული დასვენების ორგანიზაციასა და საქმიანობა კულტურის, სპორტისა დარელიგიის სფეროში. სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობის, მეთევზეობისა და მონადირეობის სფეროში გახარჯულმა თანხებმა 29113 ლარი შეადგინა
  იმედია 2006 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის დროს ახალი საკრებულო და გამგეობა გაითვალისწინებენ 2006 წლის ბიუჯეტის შესრულების ფაქტობრივ მაჩვენებლებს, მუნიციპალიტეტის სავარაუდო საგადასახადო პოტენციალს მომავალი წლისათვის და მოსალოდნელ დადებით თუ უარყოფით მოვლენებს მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში.
« დაბრუნება
    
ანონსი
   
   
კომპიუტერული სკოლა
© 2008. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“
Designed & Developed By Alpha Telecom Inc.
საკონტაქტო ინფორმაცია
 
ტელ.: (+995 222) 77415
ფაქსი: (+995 222) 77126
ელ–ფოსტა:* info@intellect.org.ge