სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის
ონლაინ კონსულტაცია
გამოკითხვა
დიახ
არა
 
 სიახლეები »
საჯარო განხილვები ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებში -  2008-10-06

  "სოფელი სოფელია და პრობლემა ყოველთვის იქნება, მაგრამ ჩვენ პრობლემებს შორის ყველაზე აუცილებელის და სასწრაფოდ გადასაჭრელის მოგვარება გვინდა. კულტურული ცხოვრება ჩვენი სულიერი სამყაროს ერთი დიდი ნაწილია, ამიტომ მერისის თემში კულტურის სახლის რეაბილიტაცია გვჭირდება. იოლია როცა რაიმე ღონისძიებას შენი თანასოფლელებისთვის აკეთებ, მაგრამ თუ შენი კულტურის სხვაგან წარმოჩენა გინდა, ამისათვის საჭიროა მუშაობა და პირობები, რომ შემოქმედება სტანდარტებში ჩაჯდეს და ღირსეულად წარმოჩნდე საზოგადოების წინაშე." - განაცხადა ქედის მუნიციპალიტეტში გამართულ საჯარო შეხვედრაზე მერისის თემის საჯარო სკოლის დირექტორმა ზაურ თურმანიძემ.     
  საჯარო შეხვედრა არასამთავარობო ორგანიზაცია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ "ინტელექტის" მიერ იყო ორგანიზებული, რომელზეც ქედის მუნიციპალიტეტში შემავალ თემებში არჩეულმა საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებმა, მოსახლეობის საერთო კრებებზე არჩეულ პრობლემების საფუძველზე შექმნილი მიზნობრივი პროგრამები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს წარუდგინეს. 
  "ინტელქტს დიდი შრომა გაუწევია და მოსახლეობასთან კარგად უმუშავია, რადგან წარმოდგენილი მიზნობრივი პროგრამები სრულყოფილი და დახვეწილია. ჩვენს მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული საკითხები და "ინტელექტის" მიერ წარმოდგენილი პრობლემები ემთხვევა. მაგრამ ხალხიდან წამოსული ნებისმიერი ინიციატივა ყოველთვის მხარდასაჭერი და ანგარიშგასაწევია"– აღნიშნა ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოედგილემ, ოქროპირ ბერიძემ.
  მსგავსი შეხვედრა 3 ოქტომბერს ხულოს მუნიციპალიტეტშიც გაიმართა, სადაც აქტიურად იყო წარმოდგენილი მუნიციპალიტეტში შემავალი ცამეტივე თემის მოსახლეობა. საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან ერთად აქტიურად იხილავდნენ წარმოდგენილ მიზნობრივ პროგრამებს.
  "ინტელექტმა" პრობლემების კვლევა რომ დაიწყო, იმ დროიდან აქტიურად ვიყავი ჩართული პროექტში, კარგად ვიცი რა შრომა გაიწია. ეს მიზნობრივი პროგრამები და დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ხალხის ნება აუცილებლად უნდა აღსრულდეს. გამოკვეთილი პრობლემები აუცილებლად დაგვეხმარება სამომავლოდ ბიუჯეტის შედგენაში" - აღნიშნა ხულოს მუნიციპალური გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური სამსახურის უფროსმა გურამ ჩოგაძემ.

« დაბრუნება
    
ანონსი
   
   
კომპიუტერული სკოლა
© 2008. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“
Designed & Developed By Alpha Telecom Inc.
საკონტაქტო ინფორმაცია
 
ტელ.: (+995 222) 77415
ფაქსი: (+995 222) 77126
ელ–ფოსტა:* info@intellect.org.ge