სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის
ონლაინ კონსულტაცია
გამოკითხვა
დიახ
არა
 
 სიახლეები »
ევროპის რეგიონთა ასამბლეის ახალგაზრდათა რეგიონული ქსელის მეორე შეხვედრა -  2009-05-27
  20-22 მაისს კრჟიჟოვაში (ქვემო სილეზიის რეგიონი, პოლონეთი) ევროპის რეგიონთა ასამბლეის ახალგაზრდათა რეგიონული ქსელის მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დაესწრო 50 ახალგაზრდა ევროპის 27 რეგიონიდან. შეხვედრაზე საქართველოდან მიხეილ ანანიძე (ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი ,,ინტელექტის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე) აჭარის რეგიონს და ნაზი ბერძენიშვილი (ჩოხატაურის ეკო კლუბის ხელმძღვანელი) გურიის რეგიონს წარმოადგენდა.
  შეხვედრის მონაწილეებმა დაამტკიცეს ორგანიზაციის სტრუქტურა, მიიღეს სტრატეგიული პროგრამა 2009-2010 წლებისათვის და აირჩიეს ორგანიზაციის პირველი პრეზიდენტი. ასევე იმსჯელეს სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე.
  ახალგაზრდათა რეგიონული ქსელი შედგება ხუთი ახალგაზრდული კომიტეტისაგან, რომლებიც მომავალში სხვადასხვა მიმართულებით განახორციელებენ საქმიანობას. ეს კომიტეტებია:
  კომიტეტი 1 - მდგადი განვითარება;
 áƒ™áƒáƒ›áƒ˜áƒ¢áƒ”ტი 2 - პროფესიული ცხოვრება და ახალგაზრდების ჩართვა სამეწარმეო საქმიანობაში;
  კომიტეტი 3 - კულტურა და განათლება;
  კომიტეტი 4 - ჯანმრთელობა და სოციალური საკითხები;
  კომიტეტი 5 - კომუნიკაცია და მედია.
  ყველა ზემოთჩამოთვლილ კომიტეტს გააჩნია თავისი მიზანი და განსაზღვრული აქვს კონკრეტული საქმიანობები. მიხეილ ანანიძე აქტიურ საქმიანობას გააგრძელებს მეორე კომიტეტში, რომლის მთავარი მიზანია Eurodyssey-ის პროგრამის პოპულარიზაცია რეგიონებში, პროექტების შემუშავება ახალგაზრდების პროფესიული განვითარებასა და მათი ინიციატივების მხარდაჭერის საკითხებზე. 
  კომიტეტი ასევე მონაწილეობს კონკურსის "ახალგაზრდობასთან ყველაზე უფრო მეგობრული ევროპული რეგიონი" (MYFER – Most Youth-Friendly European Region) ფარგლებში ევროპის რეგიონთა ასამბლეის წევრი რეგიონების მიერ შეტანილი განცხადებების შეფასებაში, სადაც ,,ინტელექტის" წარმომადგენელი მონაწილეობს როგორც ერთ-ერთი ჟიურის. გარდა ამისა კომიტეტი გეგმავს განახორციელოს სხვადასხვა პროექტები ევროკავშირის მიერ შექმნილი "Youth in Action" პროგრამის ფარგლებში. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს იდეების გაცვლა და შეჯერება კომიტეტის წარმომადგენლებს შორის.
  ჩატარებული ინფორმაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ ვებ-გვერდებზე;
  1.შეხვედრის პრეს რელიზი - http://www.aer.eu/news/2009/2009052201.html ;
  2.დეტალური ინფორმაცია შეხვედრის შესახებ და სამუშაო მასალები (დღის წესრიგი, სტრატეგიული პროგრამა. სხვა) - http://www.aer.eu/en/events/committee-3-culture-education-interregional-cooperation/2009/youthregionalnetwork.html ;
  3.ახალგაზრდათა რეგიონული ქსელის მეორე შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა, ტელევიზია Europocket TV – http://www.europocket.tv/AERyouth/ ;
  4.ევროპის რეგიონთა ასამბლეის რეგიონული ქსელის შესახებ ინფორმაცია - http://www.aer.eu/en/main-issues/youth/aer-youth-regional-network.html
« დაბრუნება
    
ანონსი
   
   
კომპიუტერული სკოლა
© 2008. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“
Designed & Developed By Alpha Telecom Inc.
საკონტაქტო ინფორმაცია
 
ტელ.: (+995 222) 77415
ფაქსი: (+995 222) 77126
ელ–ფოსტა:* info@intellect.org.ge