სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის
ონლაინ კონსულტაცია
გამოკითხვა
დიახ
არა
 
 სიახლეები »
ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია -  2009-11-06
2009 წლის 5 ნოემბერს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა "ინტელექტი" ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების და შედეგების პრეზენტაცია გამართა.
დღეისათვის ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირს "ინტელქტი"
ევროკავშირის მხარდაჭერით 3 პროექტი აქვს განხორციელებული:
– "თემთა მობილიზაციის ინიციატივა" (2007-2009 წწ);
– "თემი და არევნები"(2006-2007 წწ);
– "თემზე დაფუძნებული ანტიკორუფციული სამოქალაქო ინიციატივა"(2006-2007 წწ).
პროექტები მიმართული იყო აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებში საბიუჯეტო პროცესების სრულყოფის, მუნიციპალური ბიუჯეტების გამჭვირვალობისა და ეფექტურობის, მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისაკენ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკომოსიის წარმომადგენლობის დელეგაცია და წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი პერ ეკლუნდი, აჭარის არ მთავრობა, აჭარის არ უმაღლესი საბჭო, სამთავრობო, არასამთავრობო, მედია სექტორის წარმომადგენლები და სხვა.
პრეზენტაცია გაიმართა „აჭარის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტებისა და მათი შედეგების პრეზენტაციის“ ფარგლებში.
 
« დაბრუნება
    
ანონსი
   
   
კომპიუტერული სკოლა
© 2008. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“
Designed & Developed By Alpha Telecom Inc.
საკონტაქტო ინფორმაცია
 
ტელ.: (+995 222) 77415
ფაქსი: (+995 222) 77126
ელ–ფოსტა:* info@intellect.org.ge