სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის
ონლაინ კონსულტაცია
გამოკითხვა
დიახ
არა
 
 სიახლეები »
"ინტელექტმა" პროექტის შედეგების პრეზენტაცია გამართა -  2009-11-24

2009 წლის 20 ნოემბერს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა "ინტელექტი" პროექტის "თემთა მობილიზაციის ინიციატივა" შედეგების პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე დეტალურად იყო წარმოდგენილი თემების მოსახლეობის წინაშე არსებული სოციალურ–ეკონომიკური პრობლემების კვლევის მეთოდოლოგიები და პრაქტიკული ასპექტები, კვლევების შედეგები, პროექტის რეალიზაციის პერიოდში მომზადებული გამოცემები (ბროშურები, ბუკლეტები, საგაზეთო ჩანართები), მიზნობრივი პროგრამები და ნორმატიული აქტის პროექტები.
პროექტს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი 2007 წლიდან ახორციელებს და მოიცვდა აჭარის ა/რ ხუთ მუნიციპალიტეტში (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) შემავალ 63 თემს.
პროექტის "თემთა მობილიზაციის ინიციატივა" პრეზენტაციას  აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები, გამგებლები არასამთავრობო სექტორის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

« დაბრუნება
    
ანონსი
   
   
კომპიუტერული სკოლა
© 2008. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“
Designed & Developed By Alpha Telecom Inc.
საკონტაქტო ინფორმაცია
 
ტელ.: (+995 222) 77415
ფაქსი: (+995 222) 77126
ელ–ფოსტა:* info@intellect.org.ge